Wednesday, April 21, 2010

კომპიუტერი და მოსწავლეთა სულიერი აღზრდა

კომპიუტერი და მოსწავლეთა სულიერი აღზრდა
1. პროექტის სახელი: კომპიუტერი და მოსწავლეთა სულიერი აღზრდა
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები ინტერნეტის საშუალებით შედიან მართლმადიდებლურ ვებ-გვერდებზე, სადაც პოულობენ მათთვის საინტერესი ინფორმაციას.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებს საპატრიარქოს ვებ-გვერდების საშუალებით შეუძლიათ მოიძიონ და გაეცნონ პატრიარქის ეპისტოლეებს , ქადაგებებს. იხილონ აუდიო და ვიდეო ჩანაწერები პატრიარქის ქადაგებისა , რომელიც მოზარდი თაობის სულიერ აღზრდას ,მისი ვაჟკაცური, პატრიოტული სულის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ასწავლის ღმერთისა და მოყვასის სიყვარულს.
გაეცნონ წმინდანების და მართლმადიდებლობისათვის წამებულთა ცხოვრებას. იხილონ სასწაულთმომქმედი ხატები , ღვთის სასწაულები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია.
4. მოსწავლეთა ასაკი: 10-17 წლამდე.
5. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მართლმადიდებლური ინფორმაციის ძიება ვებ–გვერდებზე, მოძიებული ინფორმაციის განხილვა კლასში, მათი შეხედულებანი მოძიებულ ინფორმაციის შესახებ. უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა ლიტერატურის მეშვეობით.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას: მოზარდების სულიერი აღზრდის ხელშეწყობა, ვაჟკაცური, პატრიოტული სულის ჩამოყალიბება. ეკლესიაში ხშირად სიარულის სურვილი, მოძღვრის ქადაგებების მიხედვით ცხოვრება. მათში ურთიერთ სიძულვილის, სისასტიკის გამოვლინების უარყოფა, რომელიც სამწუხაროდ ასეა მომრავლებული მოზარდებში.
8. სასარგებლო სხვებისთვის: მოზარდების კეთილგანწყობა და სიყვარულით აღსავსე ურთიერთობები მშობლების, თანატოლების და უფროსების მიმართ. მათში პატრიოტული სულის გაღვივება, პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდა, ტოლერანტობა.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან გავშირი: რელიგია და ისტ-ი მოსწავლეთა სულიერი აღზრდისათვის.
11. რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ოპერაციივლი სისტემა WINDOWS_MICROSOFT WORD, WINDOWS_POWER POINT, ინტერნეტი, შესაბამისი ლიტერატურა.
http://mrwamsi.piczo.com/?g=38092968&cr=1
http://www.samtavro.ge/
http://www.orthodox.ge/
http://www.martlmadidebeli-qristianoba.com/
12. პროექტია ავტორი: ფატი ჩხიკვიშვილი

პატრიარქის გალობა დავიღალე მოდი ჩემთან უფალო





ეძღვნება უწმინდესა და უნეტარეს ილია მეორეს